VIDEO: ქართული დერბი ესპანეთში - თოკოს ბარსამ შერმოს ტენერიფეს მოუგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურის ეგიდით, ვეტერან ქართველთა დაპირისპირება შედგა - თოკო შენგელიას ბარსელონამ გიო შერმადინის ლაგუნა ტენერიფეს სტუმრად 102:97 მოუგო.
შენგელიამ 21:18 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 13 ქულა, 2 მოხსნა, 2 ასისტი შესძინა. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 15 შეადგინა. რაც შეეხება შერმოს, მან პარკეტზე ზუსტად 16 წუთი გაატარა - 2 ქულა, 2 მოხსნა.
ბარსამ ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო, ხოლო ტენერიფე მიჯრით მე-4 ტურში დამარცხდა (თუ ჩემპიონთა ლიგასაც მივათვლით, 6-თამაშიანი წაგებათა სერია აქვს).
კატალონიელებმა 23 გამარჯვება მოაგროვეს, კვლავ მე-3 ადგილზე არიან, თუმცა მეორეადგილოსან მურსიასაც ამდენივე მოგება აქვს. კანარიელები კი მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან და საუკეთესო 8 გუნდში შესვლა სჭირდებათ, რათა პლეი-ოფში გავიდნენ - მე-9 ადგილოსან უნიკახა მალაგასთან სხვაობა 1 მოგებაა.