ზედიზედ მეორედ - გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
შაი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) ზედიზედ მეორედ გახდა.
"31.1 ქულა, 6.6 ასისტი და 4.3 მოხსნა საშუალოდ - ეს მხოლოდ სტატისტიკაა, რომელიც სრულად ვერც კი ასახავს მის გავლენას თამაშზე. სიმშვიდე, ეფექტურობა და ლიდერული ხასიათი შაის ამ სეზონის მთავარ სახედ აქცევდა", - წერს მასზე NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი.
მისი ლიდერობით, OKC-მა რეგულარული სეზონი, ორივე კონფერენციის ეგიდით, საუკეთესო ბალანსით დაასრულა - 64 მოგება, 18 წაგება. პლეი-ოფში კი ფინიქს სანსი და ლოს ანჯელეს ლეიკერსი ისე დაამარცხა, რომ ერთი მატჩიც არ წააგო და კონფერენციის ფინალში სან ანტონიო სპერსზე გავიდა.
"ხალხი მაქებს და მილოცავს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ყოველდღიურად 2.5 საათს მოედანზე ვატარებ, დანარჩენ დროს კი სავარჯიშო დარბაზსა თუ მოედანზე", - აღნიშნა 27 წლის ვარსკვლავმა.
გილჯეს-ალექსანდერი, MVP-ის 2 ჯილდოთი, იანის ანტეტოკუნმპოს, სტეფ კარის, ტიმ დანკანს, კარლ მელოუნის, სტივ ნეშსა და ბობ პეტიტს გაუთანაბრდა. რეკორდსმენი, 6-გზის MVP, კარიმ აბდულჯაბარია, 5-5-ჯერ კი ეს წოდება მაიკლ ჯორდანსა და ბილ რასელს აქვთ მიღებული.