საქართველოს სუპერლიგის 2025-26 წლების სეზონის ფინალური წყვილი გაირკვა.
1/2 ფინალურ ეტაპზე, თსუ-მ - ორბი, ხოლო ბათუმმა მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი დაამარცხა (ორივე სერია 3:1 დასრულდა) და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ფინალური სერია, 1/2 ფინალურების მსგავსად, 3 მოგებამდეა: პირველი თამაში 21 მაისს ჩატარდება, მეორე - 23-ში, ხოლო მესამე - 26-ში. საჭიროების შემთხვევაში, მეოთხე თამაშის თარიღი 28 მაისი იქნება, მეხუთესი - 31 მაისი.
ფოტო: ქართული სუპერლიგა