ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ კარატე 1-ის ახალგაზრდულ ლიგაზე, ომარ გოგრიჭიანმა ჩემპიონობა იზეიმა.
+70 კგ. წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში, გოგრიჭიანმა ტაილანდელი პრომსორნ პატტჰაპეე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე მე-2 მედალია - ლევან დადეშქელიანი (57 კგ.) ასევე ჩემპიონი გახდა. ამ შედეგით, ჩვენი გუნდი საერთო ჩათვლაში მე-5 ადგილს იკავებს.
კარატე 1 - ლევან დადეშქელიანი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა