ბარსელონას მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის შემტევმა სტილმა გუნდს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.
კამპ ნოუზე მადრიდის რეალთან 2:1 წაგებულ მატჩში სამეფო კლუბმა დაცვის უკან არსებული თავისუფალი სივრცეები იდეალურად გამოიყენა, კილიან მბაპეს გოლით კი კატალონიელებთან საჩემპიონო ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.
კატალონიურმა გამოცემა მუნდო დეპორტივომ დამარცხების მთავარ მიზეზად სწორედ მაღალი პრესინგი და ზედმეტად წინ წასული დაცვის ხაზი დაასახელა, რის გამოც გუნდი სწრაფ კონტრშეტევებზე ხშირად ისჯება. ეს პრობლემა მხოლოდ კლასიკოში არ გამოვლენილა, მსგავსი სისუსტეები იჩენდა თავს პსჟ-სთან (4:2 მარცხისას და 90-ე წუთზე გონსალო რამოსის გოლისას),ატლეტიკოსა და ინტერის წინააღმდეგ გამართულ ევროტურნირების შეხვედრებში. როდესაც გუნდი ბოლო წუთებზე გოლის გასატანად წინ მიდის, უკან უზარმაზარ სივრცეებს ტოვებს.
ამავე ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება როდრიმ რეალ ბეტისთან 5:2 მოგებული მატჩის შემდეგ.მან თანაგუნდელების შეტევითი პოტენციალი შეაქო, თუმცა გაშვებული გოლების საგანგაშო რაოდენობასაც გაუსვა ხაზი.
ახლა ფლიკის მთავარი ამოცანა შემტევი სტილის შენარჩუნებასთან ერთად, დაცვის ხაზის დარეგულირება და დაცვა-შეტევას შორის იდეალური ბალანსის პოვნაა.