მადრიდის რეალმა ბარსელონას ისტორიული სვლა შეაჩერა.
ლა ლიგის მე-10 ტურში გამართულ ელ კლასიკოში კატალონიური კლუბი ცდილობდა გამხდარიყო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც სეზონის დაწყების შემდეგ ზედიზედ 10 თამაშს მოიგებდა.
ამ შეხვედრას ფლიკის გუნდი ზედიზედ მოპოვებული 9 გამარჯვებით ხვდებოდა და რეალის 1968/69 წლების სეზონის რეკორდიც გაიმეორა.
კიდევ ერთი მოგება და ბარსელონა ყველა დროის რეკორდის მფლობელიც გახდებოდა, თუმცა გზად ჟოზე მოურინიოს რეალი შეხვდა, რომელმაც მატჩი 2:1 მოიგო და ბარსას ისტორიული სვლა შეაჩერა.
შემდეგ ტურში ბარსელონა საკუთარ მოედანზე ალავესს უმასპინძლებს, რეალი კი სტუმრად სანტანდერის რასინგს დაუპირისპირდება.