• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
პსჟ 2: ლიგა 1-ის ფავორიტი სარეზერვო გუნდი
ფეხბურთიფეხბურთი

პსჟ 2: ლიგა 1-ის ფავორიტი სარეზერვო გუნდი

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პარი სენ-ჟერმენი გაძლიერებას ზედიზედ ორი ჩემპიონთალიგური ტრიუმფის შემდეგაც არ წყვეტს და ევროპაში დომინაციას შემდეგ სეზონებშიც აპირებს. ლუის ენრიკეს გუნდმა ოთხი ფეხბურთელი გაყიდა და სანაცვლოდ ოთხი ახალწვეული დაიმატა. ამ ტრანსფერების ფონზე პარიზულ გრანდს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ძლიერი შემადგენლობა ჰყავს - დღევანდელ ბლოგში პსჟ-ს “სარეზერვო გუნდის” სიძლიერეს განვიხილავთ.


როდესაც საქმე პსჟ-ს ეხება, რთულია გადაჭრით ვთქვათ თუ რომელი შემადგენლობაა ძირითადი და რომელი სარეზერვო. რადგან ჩემპიონთა ლიგა ბევრი გუნდისთვის პრიორიტეტია და ამაში არც პარიზული კლუბია გამონაკლისი, ძირითადი შემადგენლობა იმ თერთმეტეულს დავუძახოთ, რომელიც ევროპული საღამოების უმეტეს შემთხვევაში გვევლინება - ანუ საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევესი, რუისი, დემბელე, დუე და კვარაცხელია.


საინტერესოა, რომ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების მხოლოდ ნახევარს ჰქონდა ნათამაშები შიდა ჩემპიონატში წუთების 50%-ზე მეტი - მაგალითად, ოქროს ბურთის მფლობელმა უსმან დემბელემ ლიგა 1-ში მხოლოდ 11 მატჩი დაიწყო ძირითადი შემადგენლობიდან, ხვიჩა კვარაცხელიამ 18, ხოლო გუნდის კაპიტანმა მარკინიოსმა კი სულ 14 ლიგა 1-ის მატჩში მიიღო მონაწილეობა.


ლუის ენრიკეს “სარეზერვო” გუნდი ასე გამოიყურება:


მეკარე - ლუკა შევალიე


ლუის ენრიკემ ფრანგი კიპერი ჯიჯიო დონარუმას შემცვლელად მოიყვანა - პსჟ-მ ლილს 40 მილიონი ევრო გადაუხადა. თუმცა 2024/25 წლების სეზონის ლიგა 1-ის საუკეთესო მეკარეს  საქმეები არც ისე კარგად წავიდა - ძირითად შემადგენლობაში ადგილი მატვეი საფონოვმა დაიკავა.



მარცხენა მცველი - ლუკა დინი


ექსპარიზელი 10 წლის შემდეგ პსჟ-ში დაბრუნდა. დინი გასულ სეზონებში ასტონ ვილას ღირსებას იცავდა და ვილანების შემადგენლობაში ევროპა ლიგაც მოიგო. დეშამის ნაკრების წევრი პარიზულმა კლუბმა 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.



ცენტრალური მცველები 


ლუკას ერნანდესი/ლუკას ბერალდო - ფრანგიც და ბრაზილიელიც საკმაოდ მაღალი დონის მცველები არიან. ერნანდესმა ლიგა 1-ში 25 მატჩი ჩაატარა გასულ სეზონში, ბერალდომ კი 20 - ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მიიღო მონაწილეობა - 22 წლის მცველმა 106-ე წუთზე ვიტინია შეცვალა, ხოლო პენალტების სერიაში პარიზელთაგან ბოლო დარტყმა შეასრულა.



ილია ზაბარნი - გასულ სეზონში პსჟ-მ უკრაინელი მცველის სანაცვლოდ ბორნმუთს 63 მილიონი ევრო გადაუხადა. 23 წლის უკრაინელმა ლიგა 1-ში 26 მატჩი დაიწყო ძირითადიდან, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 2.



მარჯვენა მცველი - უორენ ზაირ-ემერი


წინა სეზონში 20 წლის უნიჭიერეს ნახევარმცველს ლუის ენრიკემ ახალი ამპლუა მოუფიქრა - ლიგა 1-ში ჩატარებული 32 მატჩიდან ფრანგმა 14 მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა. ასევე ამ პოზიციაზე გამოიყენა ლუის ენრიკემ 80 მილიონ ევროდ შეფასებული საფრანგეთის ნაკრების წევრი ბაიერნთან საპასუხო მატჩში.



ცენტრალური ნახევარმცველები


ამ პოზიციაზე პარიზულ კლუბს დიდი არჩევანი აქვს, მათ შორისაა კლუბში იჯარიდან დაბრუნებული მივიწყებული “ტალანტი” რენატო სანჩესი, რომელიც 2022 წლიდან პარიზული კლუბის საკუთრებაა, თუმცა რომაში, ბენფიკასა და პანათინაიკოსში იყო განათხოვრებული - თუმცა 28 წლის პორტუგალიელი ლუის ენრიკეს გეგმებში არც ამ სეზონში შედის.


სენი მაიულუ - 20 წლის ნიჭიერ ნახევარმცველს ლუის ენრიკეს გუნდში დიდი დრო ეძლევა - გასულ სეზონში მაიულუმ ლიგა 1-ში 21 მატჩი დაიწყო ძირითადი შემადგენლობიდან, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ითამაშა და 2 გოლიც გაიტანა. ახალგაზრდა ფრანგი გულშემატკივარს ყველაზე კარგად ჩემპიონთა ლიგის 2025 წლის ფინალიდან უნდა ახსოვდეს - სენიმ ინტერის კარში პარიზელთა მეხუთე გოლი გაიტანა.



დრო ფერნანდესი - 18 წლის ნახევარმცველი პსჟ-მ ბარსელონადან 8 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდა. ესპანელმა გასულ ნახევარ სეზონში ლიგა 1-ში 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. 



შემტევი ნახევარმცველი - მანეს აკლიუში  


გასული ფრანგული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე პარიზულმა კლუბმა მონაკოდან 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. აკლიუშის ძირითადი პოზიცია მარჯვენა ფლანგია, მაგრამ 24 წლის ფრანგს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც არაერთხელ უთამაშია. აკლიუში გასულ მუნდიალზე დეშამის ნაკრების წევრიც იყო.



მარცხენა გარემარბი - მიკა გოდსტი 


21 წლის უნიჭიერესი ბელგიელი ტალანტი პსჟ-მ აიაქსიდან 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა. გოდსტი ერედივიზიეს გასული სეზონის გამორჩეული მოთამაშე იყო - ბელგიელმა 32 მატჩში 17 გოლსა და 12 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. 



მარჯვენა გარემარბი - ბრედლი ბარკოლა/იბრაჰიმ მბაიე


დიდი ალბათობით ბრედლი ბარკოლა გუნდს დატოვებს და ლივერპულს შეუერთდება - 23 წლის ფრანგი პსჟ-ს ბოლო მატჩის განაცხადშიც არ ყოფილა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და არც ბარკოლას პარიზში დარჩენაა გამორიცხული. რაც შეეხება 18 წლის სენეგალელს - მბაიე ლუის ენრიკეს მომავალი სეზონის გეგმებში შედის. გასულ სეზონში სენეგალელმა ლიგა 1-ში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც მოაგროვა.



ცენტრ-ფორვარდი - ფერან ტორესი


მუნდიალის მომგები გოლის ავტორი პარიზულ კლუბს 48.5 მილიონი ევრო დაუჯდა. ექსბარსელონელმა პსჟ-ს 9 ნომრიანი მაისური მოირგო და პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა. ფერანმა ბარსელონას შემადგენლობაში 207 მატჩში მიიღო მონაწილეობა - სადაც 65 გოლი გაიტანა და 23 საგოლო გადაცემა შეასრულა. ესპანელმა ბარსელონაში გატარებულ ოთხ სეზონ ნახევარში სამჯერ მოიგო ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის სამეფო თასი და სამჯერ ესპანეთის სუპერ თასი. 2024/25 წლების სეზონში ტორესი კოპა დელ რეის საუკეთესო მეგოლეც გახდა - ბარსას შვიდიანმა თასზე 6 გოლი გაიტანა. 



წაიკითხეთ ვრცლად: ზვიგენი თოფურიას მენტალიტეტით - რამდენად კარგია კვარას ახალი გუნდელი


ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ლუის ენრიკეს გუნდი მხოლოდ ამ შემადგენლობითაც იქნებოდა ლიგა 1-ის მოგების მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - პსჟ-ს შემადგენლობის სიღრმე და ხარისხი მართლაც შთამბეჭდავია და უთუოა, რომ ხვიჩა კავარაცხელიას გუნდი ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გაიწევს.  


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ექსპერტთა აზრი ოქროს ბურთზე - "მე კვარას მივცემდი ხმას"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ექსპერტთა აზრი ოქროს ბურთზე - "მე კვარას მივცემდი ხმას"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უწევს პსჟ-ს საშინაო მატჩის რენის სტადიონზე თამაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ უწევს პსჟ-ს საშინაო მატჩის რენის სტადიონზე თამაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ ჩამოაგდებს პსჟ-ს ტახტიდან - საფრანგეთს ახალი ჩემპიონი ეყოლება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ ჩამოაგდებს პსჟ-ს ტახტიდან - საფრანგეთს ახალი ჩემპიონი ეყოლება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

10 დიდი ტრანსფერი, რომელიც შეიძლება მომდევნო დღეებში შედგეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

10 დიდი ტრანსფერი, რომელიც შეიძლება მომდევნო დღეებში შედგეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 აგვ, 2026

ექსპერტთა აზრი ოქროს ბურთზე - "მე კვარას მივცემდი ხმას"

News image

20 აგვ, 2026

რატომ უწევს პსჟ-ს საშინაო მატჩის რენის სტადიონზე თამაში?

News image

20 სთ წინ

ვინ ჩამოაგდებს პსჟ-ს ტახტიდან - საფრანგეთს ახალი ჩემპიონი ეყოლება?

News image

44 წთ წინ

10 დიდი ტრანსფერი, რომელიც შეიძლება მომდევნო დღეებში შედგეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება