პსჟ-ს ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად სახელდება.
ევროპული ფეხბურთის ექსპერტების, ენდი ბრასელისა და გაბრიელ აგბონლაჰორის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ჰარი კეინმა, კილიან მბაპემ და ლამინ იამალმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს, ინდივიდუალური ჯილდოს მოსაპოვებლად საუკეთესო პოზიციაზე სწორედ კვარაცხელია იმყოფება.
პარიზულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებამ, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებამ და სეზონში ნაჩვენებმა გამორჩეულმა თამაშმა 25 წლის ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს მთავარი ჯილდოს მთავარ პრეტენდენტად აქცია.
ექსპერტების აზრით, რადგან ტრადიციულმა ფავორიტებმა ზაფხულის მუნდიალზე მთავარი ტიტულები ვერ მოიპოვეს, ყურადღება კვლავ ჩემპიონთა ლიგისკენ და იმ ფეხბურთელებისკენ ბრუნდება, რომლებმაც საკლუბო სეზონში ყველაზე მეტად იბრწყინეს.
ბრასელმა აღნიშნა:
თუ ხვიჩა არაა მსოფლიოში საუკეთესო, მაშინ ძალიან ახლოსაა ამასთან. რა შეიძლება ინატრო ფეხბურთელისგან იმის გარდა, რაც მას აქვს - ბურთთან მუშაობის საოცარი უნარი, გუნდისთვის სარგებლის მოტანა და შრომა უბურთოდაც? მას ყველაფერი აქვს და ჯერ მხოლოდ 25 წლისაა.
გაბრიელმა დაამატა:
მოთამაშეს, რომელსაც მე მივცემდი მას? კვარაცხელია. თუ დაფიქრდებით, მთელი სეზონის განმავლობაში პსჟ-ში საყურებლად საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ის იყო. ის იყო ყველაზე გამორჩეული მოთამაშე, ლამინ იამალზე, ჰარი კეინსა და სხვებზე მეტად.