• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რომელ ადგილზეა კვარაცხელია? - ფლანგის ტოპ 10 შემტევი ESPN-ის მიხედვით
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

რომელ ადგილზეა კვარაცხელია? - ფლანგის ტოპ 10 შემტევი ESPN-ის მიხედვით

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა პოზიციების მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა.


პოზიციებს შორის არის ფლანგის შემტევების (ვინგერები) კატეგორიაც, რომელშიც, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი სიაში მე-3 ადგილს იკავებს და მაიკლ ოლისესა და ლამინ იამალს ჩამორჩება.


ESPN-ის მიხედვით ფლანგის შემტევების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:


1. მაიკლ ოლისე (ბაიერნი/საფრანგეთი)

2. ლამინ იამალი (ბარსელონა/ესპანეთი)

3. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ/საქართველო)

4. ლუის დიასი (ბაიერნი/კოლუმბია)

5. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი/ არგენტინა)

6. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი/ბრაზილია)

7. ბუკაიო საკა (არსენალი/ინგლისი)

8. რაფინია (ბარსელონა/ბრაზილია)

9. დეზირე დუე (პსჟ/საფრანგეთი)

10. ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი/ბელგია)


ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ-ჟერმენი/საქართველო, 25 წლის


,,რა ხდის მას განსაკუთრებულს: ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომლის სანახავადაც სტადიონზე ბილეთის ყიდვა ღირს. თავისი დრიბლინგით, ტექნიკითა და გოლებით გულშემატკივარს მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებს.


ადგილი 2025 წლის რეიტინგში: 7


ESPN-ის რეიტინგში მოხვედრის რაოდენობა: 4


ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკა: გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა შეასრულა.


რატომ მოხვდა სიაში: 25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც კვარადონას უწოდებენ, ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია მას შემდეგ, რაც პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 2 ტიტულის მოგებაში დაეხმარა.


ეს მეტსახელი მან ნეაპოლში მიიღო ნაპოლის კიდევ ერთი ლეგენდის, დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარაცხელია ამ ხმამაღალ შედარებას ნამდვილად ამართლებს. გასულ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 9 მატჩში წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირა - 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.


ამჟამად მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში მასზე უკეთ თამაშობს. კვარაცხელიას უყვარს დიდი მატჩები და მნიშვნელოვანი საღამოები. ასეთ შეხვედრებში ის ყოველთვის ახერხებს გადამწყვეტი როლის შესრულებას, საკუთარ თავზე იღებს გუნდის ლიდერობას და ამავდროულად თანაგუნდელების დასახმარებლადაც თავდაუზოგავად შრომობს.


ამ სიაში მყოფი სხვა ფეხბურთელებისგან მას განსაკუთრებით გამოარჩევს უნარი, მაქსიმალური სისწრაფით მოძრაობისას ბურთი დიდ მანძილზე აკონტროლოს. ის ფეხის სხვადასხვა ნაწილს ოსტატურად იყენებს ისე, რომ სირბილის ტემპს პრაქტიკულად არ კარგავს. როგორც გასულ სეზონში მონაკომ, ჩელსიმ, ლივერპულმა, მიუნხენის ბაიერნმა და არსენალმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, როდესაც კვარაცხელიას ბურთი და თავისუფალი სივრცე აქვს, მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია.


რა ელის შემდეგ: 2026/27 წლების სეზონში კვარა კვლავ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება პსჟ-სთვის. ის მარცხენა ფლანგიდან გააგრძელებს მეტოქე მცველებისთვის პრობლემების შექმნას. კვარაცხელია გასულ თებერვალში მხოლოდ 25 წლის გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერის საუკეთესო წლები მას ჯერ კიდევ წინ აქვს." - წერს ESPN.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

დეზირე დუე
ლამინ იამალი
ლუის დიასი
მაიკლ ოლისე
მესი
პსჟ
ქართული ფეხბურთი
რაფინია
ვინისიუსი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლივერპული პსჟ-ის ორი ვარსკვლავის დამატებასთან ძალიან ახლოსაა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპული პსჟ-ის ორი ვარსკვლავის დამატებასთან ძალიან ახლოსაა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის 4 ხელშეუხებელი ვარსკვლავი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის 4 ხელშეუხებელი ვარსკვლავი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სჭირდება თუ არა რეალს როდრის ალტერნატივა? - 5 მთავარი კითხვა მადრიდული სეზონის წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სჭირდება თუ არა რეალს როდრის ალტერნატივა? - 5 მთავარი კითხვა მადრიდული სეზონის წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იაგელონია vs იბერია 1999 - მატჩზე გამოცდილი მსაჯი დაინიშნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იაგელონია vs იბერია 1999 - მატჩზე გამოცდილი მსაჯი დაინიშნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 სთ წინ

ლივერპული პსჟ-ის ორი ვარსკვლავის დამატებასთან ძალიან ახლოსაა

News image

10 სთ წინ

რეალის 4 ხელშეუხებელი ვარსკვლავი

News image

7 სთ წინ

სჭირდება თუ არა რეალს როდრის ალტერნატივა? - 5 მთავარი კითხვა მადრიდული სეზონის წინ

News image

7 სთ წინ

იაგელონია vs იბერია 1999 - მატჩზე გამოცდილი მსაჯი დაინიშნა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება