დღეს საღამოს პსჟ და ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრაა მიმდინარე სეზონში - 2025 წლის ბოლოს, ლიგის ფაზაში, გერმანელებმა პარიზში 2:1 გაიმარჯვეს.
ამ მატჩის წინ ერთი განსაკუთრებული სტატისტიკა იქცევს ყურადღებას, რომელიც ბრწყინვალე საფეხბურთო დაპირისპირებას გვპირდება:
ამ კლუბების ისტორიაში გამართული 16 შეხვედრიდან არცერთი არ დასრულებულა ფრედ. აქედან 9 მატჩი ბაიერნმა მოიგო, 7 კი პარიზელებმა. ეს სტატისტიკა მიგვანიშნებს, რომ დღევანდელ საღამოსაც გუნდები კომპრომისის გარეშე იბრძოლებენ და მაყურებელს დიდ სანახაობას შემოგვთავაზებენ.