პარი სენ-ჟერმენმა გასული სეზონის შემოსავლებზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც კლუბის ისტორიაში რეკორდული აღმოჩნდა.
პარიზელებმა გამოაცხადეს, რომ 2024/25 წლების სეზონში კლუბის შემოსავალმა 837 მილიონ ევროს მიაღწია. ამ თანხიდან კომერციული შემოსავლები 367 მილიონს შეადგენს, ხოლო მატჩების დღეებიდან მიღებული თანხა - 175 მილიონს, რაც ასევე ახალი რეკორდია.
აღინიშნება, რომ 2011 წლიდან, ანუ რაც კლუბი Qatar Sports Investments-ის მფლობელობაში გადავიდა, შემოსავალი 8.5-ჯერ გაიზარდა (99 მილიონი ევროდან).
ასევე ითქვა, რომ თუ ადრე ხელფასები კლუბის ხარჯის 111%-ს შეაგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 65%-ზე ნაკლებია.
„ეს ასახავს მდგრად და პასუხისმგებლიან ფინანსურ სტრატეგიას და პოზიტიურ სიგნალს უგზავნის როგორც ფრანგულ, ისე ევროპულ მარეგულირებლებს."
პსჟ საკუთარ ანგარიშში წერს, რომ გასული სეზონი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო როგორც შედეგების, ისე ფინანსური მაჩვენებლების თვალსაზრისით.