VIDEO: პსჟ-მ სტუმრად ლორიანს ვერ მოუგო - კვარა შეცვლაზე შემოვიდა
29 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში პსჟ სტუმრად ლორიანს დაუზავდა.
შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე გოლი მატჩის მე-2 ნახევარში გავიდა, მატჩის 49-ე წუთზე ნუნო მენდეშმა პსჟ დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა 2 წუთშივე შეძლეს წონასწორობის აღდგენა და შეხვედრა ასეც დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 62-ე წუთზე, უსმან დემბელეს ნაცლვად გამოჩნდა.
ჩატარებულ დაახლოებით ნახევარ საათში კვარამ კარში ორჯერ დაარტყა, დრიბლინგის 4 მცდელობიდან 2 ჰქონდა წარმატებული და 25-დან 25-ვე პასი ზუსტად შეასრულა.
ამ მატჩისთვის გამოცემა SofaScore-მ კვარაცხელიას 6.2 შეფასება დაუწერა.
პსჟ-მ ჩემპიონატში ბოლო 5 მატჩში მესამე ფრე ითამაშა, 21 ქულა დააგროვა და კონკურენტებს, კერძოდ კი ლიონს ცხრილში დაწევის შანსი მისცა - თუ ოლიმპიკი თავის მატჩს მოიგებს, ამდენივე ქულას დააგროვებს.