იტალიური Sportitalia ხვიჩა კვარაცხელიას ძმის, თორნიკეს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
"კვარაცხელიებში ეს ნამდვილი საოჯახო საქმეა. ახლა, როცა ნაპოლის ყოფილი მოთამაშე საფრანგეთში, პარი სენ-ჟერმენში ბრწყინავს, ყურადღება მიაქციეთ ქართველის უმცროს ძმას, რომელიც თავის ნიჭს აჩვენებს.
ჯერ ხვიჩა კვარაცხელია, შემდეგ - თორნიკე კვარაცხელია. პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელიდან მის უმცროს ძმამდე. ის მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ უკვე იწყებს თავისი ნიჭის დემონსტრირებას. მისი თამაში უკვე გახდა ვირუსული სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებით, სადაც იგი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფორმით ბრწყინავს.
ვინ არის თორნიკე, ხვიჩა კვარაცხელიას ძმა?
ნიჭი, რომელიც გენეტიკურია, თორნიკე კვარაცხელია ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელის უმცროსი ძმაა და უკვე იწყებს ევროპის ახალგაზრდულ საფეხბურთო სცენაზე ყურადღების მიპყრობას. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თორნიკე დრიბლინგითა და მეტოქეების მოტყუების უნარით გამოირჩევა, რაც მისი უფროსი ძმის, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის პერიოდის მოძრაობებს ძალიან ჰგავს.
2010 წლის 7 თებერვალს დაბადებული თორნიკე მარცხენა ფლანგის ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა, რომელიც ამჟამად დინამო თბილისის აკადემიის რიგებში ვითარდება. მას იმედი აქვს, რომ ძმის კვალს გაჰყვება." - წერია სტატიაში.