საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში, მეცმა ლანსს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. გიორგი წიტაიშვილმაც და გიორგი აბუაშვილმაც თავიანთი სათამაშო წუთები მიიღეს.
წიტაიშვილი გუნდის სასტარტოში ზედიზედ მეორედ მოხვდა და 81-ე წუთამდე ითამაშა, შემდეგ კი ადგილი აბუაშვილს დაუთმო და თამაში მან ჩაამთავრა, თუმცა საგოლე შეტევებზე გავლენა არ ჰქონია.
მეცმა სეზონში პირველი თამაში მოიგო, თუმცა კვლავ ლიგა 1-ის ბოლო ადგილზე რჩება - 5 ქულა აქვს და დასარჩენ ზონას 4 ქულით ჩამორჩება.
ქართველების გუნდი შემდეგ ტურში, 2 ნოემბერს, სწორედ თავის ერთ-ერთ კონკურენტ ნანტთან სტუმრად ითამაშებს.