VIDEO: სეზონში ყველაზე მეტი ქულა - ბითაძის გუნდი დეტროიტთან დამარცხდა
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა დეტროიტ პისტონსთან წააგო, ქართველმა ცენტრმა კი მიმდინარე სეზონში ქულების ყველაზე მაღალი პირადი შედეგი აჩვენა. პისტონსმა შეხვედრა 135:116-ით დახურა.
გოგამ 26:31 წუთი ითამაშა - 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. მიმდინარე სეზონში აქამდე ყველაზე მეტი ქულა მაიამისთან ჰქონდა აღებული - 8 ქულა (8 მოხსნასთან ერთად).
სწორედ მაიამისთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, მეჯიქს ზედიზედ 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზე იმყოფება.
ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას, 31 ოქტომბრის 03:00 საათზე, თავისივე კონფერენციის მე-7 ადგილოსან შარლონ ჰორნეთსთან (2-2 მოგება-წაგება) გამართავს.