იტალიის ქალაქ გალიპოლიში მიმდინარე ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე, სენიორთა შორის, 8 ტურის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლები საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან.
8 ტურის შედეგებით, ქალთა +50 კატეგორიაში, ინგა ხურცილავას 4 ქულა აქვს და საპრიზო სამეულს 1 ქულით ჩამორჩება.
+65 კატეგორიაში, 84 წლის ნონა გაფრინდაშვილმა 5.5 ქულა მოაგროვა, მე-2 ადგილზეა - ლიდერ გალინა სტრუტინსკაიას 7.5 ქულა აქვს.
მიხეილ კეკელიძე, რომელიც მამაკაცთა +50 კატეგორიაში ასპარეზობს და 6.5 ქულა მოიპოვა, ლიდერ ვიქტორ მიხალევსკის 0.5 ქულით ჩამორჩება.
ასევე ნახევარი ქულითაა დაშორებული ლიდერს მამაკაცთა +65 კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ სტურუა, რომელმაც 6.5 ქულას მოუყარა თავი და ჩემპიონობისთვის იბრძვის. სტურუას მსგავსად, 6.5 ქულა კიდევ 3 სპორტსმენს აქვს და საპრიზო ადგილებისთვის სერიოზული კონკურენციაა.
ინფორმაციისთვის ვთქვათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 11 ტური გაგრძელდება, შესაბამისად, ყველა კატეგორიაში სათამაშო კიდევ 3-3 ტურია.