VIDEO: წესი 2 პენალტისას დაარღვია - გოგლიჩიძეს იუვესთან ცუდი მატჩი ჰქონდა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში, საბა გოგლიჩიძეს იუვენტუსის წინააღმდეგ ცუდი მატჩი ჰქონდა. მისმა გუნდმა 1:3 წააგო.
იუვენტუსის სასარგებლოდ 2 პენალტი დაინიშნა და ორივე შემთხვევაში წესი საბამ დაარღვია. პირველი დარღვევისთვის, ყვითელი ბარათიც მიიღო. SofaScore-მა (5.0), WhoScored-მა (5.4) და FlashScore-მა (5.1) მას, ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის, ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერეს.
21 წლის ქართველმა მცველმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-6 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, ბოლო 4 ძირითად შემადგენლობაში და შეცვლის გარეშე, 90 წუთით.
უდინეზემ სეზონში მე-3 მატჩი წააგო (3 მოგებასთან და ფრესთან ერთად), 12 ქულა აქვს და სერია A-ს ცხრილის მე-10 ადგილზეა. 1-ელ ნოემბერს ატალანტას საკუთარ მოედანზე უმაპინძლებენ.