საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში გამოსვლა წარუმატებლად დაასრულა. სანდრო კობახიძის გუნდი მე-2 ტურში საბერძნეთთანაც დამარცხდა.
ჩვენი ნაკრების ისლანდიასთან 1:5 წაგებისა და ისლანდიელთა მიერ საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, კუნძულელებმა 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდეს, საქართველო და საბერძნეთი კი მეორე გამსვლელს ერთმანეთთან ურთიერთშეხვედრაში არკვევდნენ.
ქართველ ფეხბურთელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, ბერძნებს კი ფრეც აწყობდათ.
დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, ანდრია ბართიშვილმა ჩვენები საჯარიმო დარტყმით დააწინაურა, თუმცა ბერძნებმა მობილიზება შეძლეს და დარჩენილ დროში 2 გოლი გაიტანეს - 2:1.
საბოლოოდ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჯგუფში ორივე მატჩი დათმო და ჯამში 7 გოლი გაუშვა, თავად კი ერთადერთი შეაგდო - სტანდარტული მდგომარეობიდან.