ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე ქალთა ჭიდაობის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ნინო სამხარაძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
69 კგ. წონით კატეგორიაში, სამხარაძემ მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მოლდოველ ეოფერია კაზაკუს 9:4 მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
პარალელურად მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს უკვე 3 მედალი აქვს - მურთაზ ბაღდავაძე (110 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო თემურ თუთარაშვილმა (55 კგ.) და რატი რევაზაშვილმა (80 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
არის ოქრო! - მურთაზ ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონი გახდა