თბილისში მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
მამაკაცთა შორის, 64 კგ. წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ავთო მუკბანიანმა, რომელმაც ფინალური შეხვედრა რუს მეტოქეს მოუგო. სპორტულ სამბოში ჩვენებმა კიდევ 3 მედალი მოიგეს - ნინო ოძელაშვილი (72 კგ.) და ნიკა სიდამონიძე (98 კგ.) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ხოლო ელენე ქებაძემ (+80 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება კომბატ სამბოს, მირზა ციხელაშვილმა (58 კგ.) ფინალური ბრძოლა დათმო და ვიცე-ჩემპიონი გახდა, გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ.) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.