როგორც იცით, დღეს, 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე საქართველო უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტრადიციულად, ნაკრების მთავარ მწვრთნელის მატჩის განაცხადს მიღმა ორი ფეხბურთელის დატოვება უწევს.
წინაზე, განაცხადს მიღმა გიორგი გაგუა და ივა გელაშვილი დარჩნენ, ახლა კი რამაზ სვანაძის საბოლოო განაცხადში გიორგი გულიაშვილი და ნოდარ ლომინაძე ვერ მოხვდნენ.
აგრეთვე, მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს გიორგი წიტაიშვილი.
კარგი ამბავი ისაა, რომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, განაცხადში გიორგი ქოჩორაშვილი დაბრუნდა, რომელიც შესაძლოა დღეს სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილოთ.