უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, მირონ მარკევიჩმა ერთა ლიგაზე საქართველოსთან გასამართი გადამწყვეტი შეხვედრის წინ ვრცელი კომენტარი გააკეთა.
გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელიც უკრაინას 2010 წელს წვრთნიდა, საკუთარი გუნდის პრობლემებზე გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში ფეხბურთელებს გუნდურობა და თავგანწირვა აკლდათ.
მარკევიჩის თქმით, უკრაინისთვის B ლიგაში ადგილის შენარჩუნება საუკეთესო ვარიანტია და ბელარუსისა თუ ყაზახეთის დონეზე დაშვება მიუღებელი იქნებოდა. მან კატეგორიულად გამორიცხა ფრეზე თამაში და აღნიშნა, რომ თუ გუნდი საყაიმოდ გამოდის, ის უკვე წაგებისთვისაა განწირული.
უკრაინელმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაზეც გაამახვილა ყურადღება:
მისი არყოფნა ჩვენთვის დიდი უპირატესობაა, თუმცა საქართველოს ნაკრები უნგრეთთან მის გარეშეც კარგად თამაშობდა და გოლი მხოლოდ ბოლოს გაუშვა. მეტოქემ იცის, რომ მხოლოდ მოგება სჭირდება და უაღრესად მოტივირებული იქნება. ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა გაიაზრონ, რომ ამაზე ქვემოთ დაცემა უკვე შეუძლებელია
უკრაინისა და საქართველოს დაპირისპირება 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.