დღეს, 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩში უკრაინას დაუპირისპირდება.
შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, სლოვაკეთში გაიმართება.
გთავაზობთ მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს.
ვარაუდს თუ დავეყრდნობით, სვანაძე მოედანზე იმავე თერთმეტეულს გაიყვანს, რომლითაც რამდენიმე დღის წინ, უნგრეთთან თბილისში ითამაშა.
საქართველო (4-2-3-1):
მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი - გაგნიძე, მექვაბიშვილი - წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვერნაძე - მიქაუტაძე.
უკრაინა (4-4-2):
ტრუბინი - ზაბარნი, სარაპი, მატვიენკო, მიკოლენკო - კაშჩუკი, ოჩერეტკო, იარმოლიუკი, სუდაკოვი - სიკანი, იარემჩუკი.