იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
წლის ბოლო მატჩის დღე: უმნიშვნელოვანესი შეხვედრა უხერხულ მეტოქესთან
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

წლის ბოლო მატჩის დღე: უმნიშვნელოვანესი შეხვედრა უხერხულ მეტოქესთან

14 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს.


რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექვსე ტურში უკრაინას დაუპირისპირდება.


B2 ჯგუფის ბოლო ორ ადგილზე მყოფი გუნდებისთვის შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება აძლევს საშუალებას, უკრაინას სატურნირო ცხრილში გადაასწროს და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს. უკრაინელებს კი მიზნის მისაღწევად ფრეც ჰყოფნით.


საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ კიდევ პირველი გამარჯვების მოლოდინშია. ხუთი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდს ორი ფრე და სამი მარცხი აქვს, ხოლო გოლის გატანა ჯერაც ვერ მოახერხა.


ბოლო შეხვედრაში ქართველები უნგრეთთან 0:2 დამარცხდნენ და ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩნენ.


საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ მატჩებში უკვე ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის განმავლობაშიც ორი ფრე და შვიდი მარცხი დააფიქსირა. ამ ცხრა შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.


განსაკუთრებით პრობლემურია შედეგიანობა გასვლით მატჩებში. საქართველოს ნაკრებმა ბოლო რვა ოფიციალური გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ერთხელ ფრედ ითამაშა და ექვსჯერ დამარცხდა.


არც უკრაინა ხვდება გადამწყვეტ მატჩს კარგ ფორმაში. ანდრეა მალდერას გუნდმა ბოლო სამი შეხვედრა წააგო, მათ შორის უკანასკნელი ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დათმო.


უკრაინელები საშინაო მატჩებს კვლავ სლოვაკეთში ატარებენ, სადაც ბოლო ორი შეხვედრა წააგეს.


მიუხედავად ამისა, უკრაინა საქართველოსთან შედარებით უკეთეს სატურნირო მდგომარეობაშია და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ქულის მოპოვებაც საკმარისი იქნება.


ურთიერთშეხვედრების ისტორია


საქართველოს ნაკრებისთვის უკრაინა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა. გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ და ქართველებს გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებიათ.


შვიდი შეხვედრა უკრაინის გამარჯვებით დასრულდა, ხუთჯერ კი ფრე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო შვიდი ურთიერთშეხვედრიდან ხუთში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.


საინტერესო სტატისტიკა


  • საქართველოს ნაკრების ბოლო რვა შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.


  • ქართველებმა ბოლო 12 ოფიციალური გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიტანეს ერთზე მეტი გოლი.


  • უკრაინის ბოლო რვა ოფიციალური შეხვედრიდან მხოლოდ ორში გაიტანა ორივე გუნდმა.


  • უკრაინის ბოლო შვიდი მატჩიდან ექვსში პირველი 30 წუთის განმავლობაში გოლი არ გასულა.


საქართველოს ნაკრებს რთული ამოცანა აქვს - უკრაინის წინააღმდეგ პირველი ისტორიული გამარჯვების მოპოვება და ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება.


რატომ გვჭირდება ამ მატჩში გამარჯვება?


საქართველოს ნაკრებისთვის უკრაინასთან გამარჯვება არა მხოლოდ ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების, არამედ სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.


1. B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება


გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს და B დივიზიონში დარჩება. შესაბამისად, 2027 წლის მარტში C დივიზიონის მეორეადგილოსანთან პლეი-ოფის გამართვა აღარ მოუწევს.


2. EURO 2028-ის შესარჩევი ეტაპი


მესამე ადგილი საქართველოს ხუთგუნდიან საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვედრის წინაპირობას შეუქმნის, სადაც, სავარაუდოდ, მინიმუმ ორი შედარებით სუსტი მეტოქე ეყოლება. ეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს.


3. სამომავლო პერსპექტივა


UEFA-ს მიერ დაანონსებული ცვლილებები, რომლებიც 2028/29 წლების სეზონიდან ამოქმედდება, ერთა ლიგისა და შესარჩევი ტურნირების ახალ მოდელს ითვალისწინებს. შესაბამისად, B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება საქართველოს სამომავლო შესაძლებლობებისთვისაც მნიშვნელოვანია.


სავარაუდო შემადგენლობები: 


საქართველო: მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი - გაგნიძე, მექვაბიშვილი - წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კვერნაძე - მიქაუტაძე.


უკრაინა: ტრუბინი - ზაბარნი, სარაპი, მატვიენკო, მიკოლენკო - კაშჩუკი, ოჩერეტკო, იარმოლიუკი, სუდაკოვი - სიკანი, იარემჩუკი.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ერთა ლიგა
საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო
უკრაინა
უკრაინის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,აუცილებლად გავაკეთებ" - რა გეგმები აქვს ილია თოფურიას საქართველოში?

•ქართული

ქართული

,,აუცილებლად გავაკეთებ" - რა გეგმები აქვს ილია თოფურიას საქართველოში?
•ქართული

ქართული

რატომ გვჭირდება უკრაინასთან გამარჯვება?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ გვჭირდება უკრაინასთან გამარჯვება?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უკრაინა - საქართველო [სავარაუდო შემადგენლობები]

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უკრაინა - საქართველო [სავარაუდო შემადგენლობები]
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბურჯანაძე საბერძნეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ არ ითამაშებს

•კალათბურთი

კალათბურთი

ბურჯანაძე საბერძნეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ არ ითამაშებს
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

3 სთ წინ

,,აუცილებლად გავაკეთებ" - რა გეგმები აქვს ილია თოფურიას საქართველოში?

News image

11 წთ წინ

რატომ გვჭირდება უკრაინასთან გამარჯვება?

News image

6 წთ წინ

უკრაინა - საქართველო [სავარაუდო შემადგენლობები]

News image

1 წთ წინ

ბურჯანაძე საბერძნეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ არ ითამაშებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება