სევილიამ ალავესთან მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა, რომელსაც გიორგი ქოჩორაშვილი არ დასწრებია.
ქართველი ფეხბურთელი კლუბის ნებართვით თავისი მეგობრის, ხესუს დე მიგელის დაკრძალვას დაესწრო. მასთან ერთად იმყოფებოდა სევილიას ოფიციალური ელჩი პაბლო ბლანკო.
სევილიას მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ ქოჩორაშვილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:
„გუშინ ქოჩორაშვილმა ნებართვა მთხოვა, რომ თავისი მეგობრის, ხესუს დე მიგელის დაკრძალვას დასწრებოდა.
ის დღეს საღამოს დაბრუნდება და ხვალ ვნახავთ, როგორ მდგომარეობაში იქნება დღევანდელი დაკრძალვის შემდეგ.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ადამიანები ვართ.“ - განაცხადა ანდალუსიელთა თავკაცმა პრესკონფერენციაზე.
გიორგი ქოჩორაშვილი და ხესუს დე მიგელი ადრე თანაგუნდელები იყვნენ. ისინი კასტელონში ერთად 2023 წელს თამაშობდნენ.
საშინელი ამბავი ესპანეთიდან - ტენერიფეს ფეხბურთელი გარდაიცვალა
