იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხი გავახაროთ" - კორღალიძე კოპენჰაგენთან მატჩამდე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ხალხი გავახაროთ" - კორღალიძე კოპენჰაგენთან მატჩამდე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას კონფერენს ლიგის მე-3 ტურში კოპენჰაგენთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ adjarabet arena-ს კითხვებს უპასუხა.


პირველი ტურის შემდეგ ხარისხის გაუმჯობესებაზე


რა თქმა უნდა, კარგია, რომ დაპირება შევასრულეთ, როგორც აღნიშნეთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველი თამაში იყოს უკეთესი, მივიღოთ გამოცდილება და გავაუმჯობესოთ ყოველი მომდევნო თამაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი მატჩიც არ იქნება გამონაკლისი და ჩვენი წინსვლა გაგრძელდება.

 

ბართიშვილის ტრავმაზე და ფიზიკურ კონდიციებზე


ძალიან სამწუხაროა, რომ ანდრია გამოგვაკლდა და ალბათ, ამ სეზონში ვეღარ დაგვეხმარება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან სამწუხაროა და მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.


რაც შეეხება ჩვენს ფიზიკურ კონდიციებს, რა თქმა უნდა, არ ვართ მიჩვეული ასეთ დატვირთულ გრაფიკს, მაგრამ ეს ჩვენი და ქართველი ხალხის ოცნება იყო და არ გვაქვს უფლება, რომ გადაღლილობაზე ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ეს თავისას მაინც შვრება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა თამაშს ეროვნულ ლიგაშიც და კონფერენს ლიგაზეც შევხვდეთ მომზადებული.


პირველი მატჩების შემდეგ ფსიქოლოგიურ მზადყოფნაზე 


ნამდვილად იყო ფსიქოლოგიური მომენტი, ჩვენი დებიუტი იყო და არ გვქონდა ამხელა გამოცდილება, თუმცა როგორც აღვნიშნე, ნელ-ნელა ვიძენთ ამ გამოცდილებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველ მატჩში ვიღებთ იმ გამოცდილებას, რაც შემდეგ დაგვეხმარება, რომ ევროპული მაღალი დონის ჩემპიონატების ტემპს ავყვეთ და შემდეგ მატჩებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლილობა ნაკლები იყოს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხი არ ჰქონდეთ, თავისუფლად და ლაღად ვითამაშოთ.


ჩვენ საქართველოს წარმოვადგენთ და ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ღირსეულად წარვსდგეთ.


მიზანი კოპენჰაგენთან მატჩში


ვფიქრობ, მოგება და გამოცდილების მიღება ერთმანეთს ხელს არ უშლის. რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერ და დიდი გამოცდილების მქონე გუნდს ვეთამაშებით და როგორც აღვნიშნე, ჩვენ ახლა ვიძენთ ამ გამოცდილებას და პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ასეთი რანგით ტურნირზე.


მე ველოდები, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და რაც ყველას გვინდა, რომ ბრძოლისუნარიანი იბერია ვნახოთ, ამას ნახავთ. რა თქმა უნდა, ყველა მატჩზე გავდივართ მოსაგებად და ხვალაც არ იქნება გამონაკლისი, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ახლაც იგივე გავაკეთოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება, როგორც ყველა თამაშში, მითუმეტეს ასეთ დონეზე. 


ეს არის გამოწვევა, რომელიც უნდა მივიღოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და კიდევ ერთი ქულა ან ქულები მოვუტანოთ ქვეყანასა და გუნდს.


კოპენჰაგენთან მატჩისთვის მზადების სპეციფიკაზე


გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა ხვალინდელი თამაში. ჩვენ ყველა მატჩზე მაქსიმალურად ვცდილობთ შევისწავლოთ მეტოქე, როგორც მთლიანად გუნდი, ისე ინდივიდუალურად ფეხბურთელები. ჩვენ გვაქვს საშუალება და გვყავს ანალიტიკოსების ძლიერი გუნდი, ვისაც ჩემთან ერთად ევალებათ კონკრეტული ფეხბურთელების ძლიერი და სუსტი მხარეები ჩვენს მოთამაშეებამდე მივიტანოთ და ვიყოთ მომზადებული ყოველი მატჩისთვის. ჩვენ ყველა თამაშზე ასე ვემზადებით და რაიმე განსაკუთრებული კოპენჰაგენის წინ არ მომხდარა. მე ვფიქრობ, რომ მზად ვართ და ეს ხვალ გამოჩნდება.


შემადგენლობაში შესაძლო ცვლილებებზე


რა თქმა უნდა, გვაქვს მონახაზი ვინ უნდა ითამაშოს, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ვარჯიშებს და ამის მიხედვით ვცდილობთ, ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა დავაყენოთ და დღევანდელი დღეც გვაქვს ამისთვის. ყველა მაქსიმალურად მზად არის სათამაშოდ და ხვალ კონკრეტულად გადავწყვეტ სასტარტო შემადგენლობას.


კოპენჰაგენისა და იბერია 1999-ის მატჩი 5 ნოემბერს, 23:55 საათზე დაიწყება.


,,მაქსიმუმს გავაკეთებთ" - რა თქვა ჯინჯოლავამ კოპენჰაგენთან მატჩამდე?

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იბერია 1999
კონფერენს ლიგა
ლევან კორღალიძე
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რა ფორმაში არიან კოპენჰაგენი და იბერია? - ბოლო ხუთი მატჩის შედარება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ფორმაში არიან კოპენჰაგენი და იბერია? - ბოლო ხუთი მატჩის შედარება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რამდენი ხანი ვერ ითამაშებს ბართიშვილი? ტრავმის სიმძიმე ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რამდენი ხანი ვერ ითამაშებს ბართიშვილი? ტრავმის სიმძიმე ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გამარჯვება ბრძოლაში - ვის ხვდება დინამო თბილისი U19 კვალიფიკაციის ფინალში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გამარჯვება ბრძოლაში - ვის ხვდება დინამო თბილისი U19 კვალიფიკაციის ფინალში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,მაქსიმუმს გავაკეთებთ" - რა თქვა ჯინჯოლავამ კოპენჰაგენთან მატჩამდე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,მაქსიმუმს გავაკეთებთ" - რა თქვა ჯინჯოლავამ კოპენჰაგენთან მატჩამდე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

რა ფორმაში არიან კოპენჰაგენი და იბერია? - ბოლო ხუთი მატჩის შედარება

News image

8 სთ წინ

რამდენი ხანი ვერ ითამაშებს ბართიშვილი? ტრავმის სიმძიმე ცნობილია

News image

3 სთ წინ

გამარჯვება ბრძოლაში - ვის ხვდება დინამო თბილისი U19 კვალიფიკაციის ფინალში?

News image

3 სთ წინ

,,მაქსიმუმს გავაკეთებთ" - რა თქვა ჯინჯოლავამ კოპენჰაგენთან მატჩამდე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება