დინამო თბილისის U19 გუნდი უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა.
ახალგაზრდა დინამოელებმა თბილისში კოპენჰაგენი 3-0 დაამარცხეს, საპასუხო მატჩში კი დანიაში გამართეს, სადაც მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს.
მასპინძლებმა მე-3 წუთზე სწრაფი გოლი გაიტანეს, 38-ე წუთზე კი ოდეფალკის დუბლით ორი მატჩის ჯამში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.
პირველი ტაიმის ბოლოს დინამოს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან ანდრია ნიჟარაძემ წითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 კაცით დარჩა.
71-ე წუთზე კოპენჰაგენმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა და უკვე საერთო ანგარიში გათანაბრდა, საბოლოოდ კი საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
დინამომ პენალტების სერიაში 5-4 იმარჯვა, თბილისელთა მხრიდან გოლები შარიქაძემ, კაკაშვილმა, ქურდოვანიძემ, კობზონაძემ და გოგუამ გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართული გუნდი ფიორენტინა U19-ს შეხვდება და ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე მოხვედრას შეეცდება.