იბერია 1999-ის ოფიციალური გვერდი ანდრია ბართიშვილის ტრავმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
,,ანდრია ბართიშვილს მრტ კვლევით წინა წვივ-მცირეწვივის იოგის (ATFL), იგივე სინდესმოსური იოგის მაღალი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა.
მკურნალობის რამდენიმე ეტაპისა და სრული რეაბილიტაციის დასრულებას ანდრია სეზონის დასრულებამდე შეძლებს.
მალე გამოჯანმრთელდი, ბართი!" - წერია ქართული კლუბის განცხადებაში.
ანდრია ბართიშვილმა ტრავმა ეროვნულ ლიგაში დინამო თბილისთან მატჩში მიიღო, როდესაც დაცვითი მოქმედების დროს თანაგუნდელს შეეჯახა.
,,ბევრი ამას არ გააკეთებდა" - იბერია 1999-ის პრეზიდენტი ბართიშვილზე