-
Aa
+
ფონტის ზომა
რა თქმა უნდა, კარგია, რომ დაპირება შევასრულეთ, როგორც აღნიშნეთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველი თამაში იყოს უკეთესი, მივიღოთ გამოცდილება და გავაუმჯობესოთ ყოველი მომდევნო თამაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი მატჩიც არ იქნება გამონაკლისი და ჩვენი წინსვლა გაგრძელდება.
ძალიან სამწუხაროა, რომ ანდრია გამოგვაკლდა და ალბათ, ამ სეზონში ვეღარ დაგვეხმარება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან სამწუხაროა და მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
რაც შეეხება ჩვენს ფიზიკურ კონდიციებს, რა თქმა უნდა, არ ვართ მიჩვეული ასეთ დატვირთულ გრაფიკს, მაგრამ ეს ჩვენი და ქართველი ხალხის ოცნება იყო და არ გვაქვს უფლება, რომ გადაღლილობაზე ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ეს თავისას მაინც შვრება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა თამაშს ეროვნულ ლიგაშიც და კონფერენს ლიგაზეც შევხვდეთ მომზადებული.
ნამდვილად იყო ფსიქოლოგიური მომენტი, ჩვენი დებიუტი იყო და არ გვქონდა ამხელა გამოცდილება, თუმცა როგორც აღვნიშნე, ნელ-ნელა ვიძენთ ამ გამოცდილებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველ მატჩში ვიღებთ იმ გამოცდილებას, რაც შემდეგ დაგვეხმარება, რომ ევროპული მაღალი დონის ჩემპიონატების ტემპს ავყვეთ და შემდეგ მატჩებში ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლილობა ნაკლები იყოს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხი არ ჰქონდეთ, თავისუფლად და ლაღად ვითამაშოთ.
ჩვენ საქართველოს წარმოვადგენთ და ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ღირსეულად წარვსდგეთ.
ვფიქრობ, მოგება და გამოცდილების მიღება ერთმანეთს ხელს არ უშლის. რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერ და დიდი გამოცდილების მქონე გუნდს ვეთამაშებით და როგორც აღვნიშნე, ჩვენ ახლა ვიძენთ ამ გამოცდილებას და პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ასეთი რანგით ტურნირზე.
მე ველოდები, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და რაც ყველას გვინდა, რომ ბრძოლისუნარიანი იბერია ვნახოთ, ამას ნახავთ. რა თქმა უნდა, ყველა მატჩზე გავდივართ მოსაგებად და ხვალაც არ იქნება გამონაკლისი, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ახლაც იგივე გავაკეთოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება, როგორც ყველა თამაშში, მითუმეტეს ასეთ დონეზე.
ეს არის გამოწვევა, რომელიც უნდა მივიღოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და კიდევ ერთი ქულა ან ქულები მოვუტანოთ ქვეყანასა და გუნდს.
გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა ხვალინდელი თამაში. ჩვენ ყველა მატჩზე მაქსიმალურად ვცდილობთ შევისწავლოთ მეტოქე, როგორც მთლიანად გუნდი, ისე ინდივიდუალურად ფეხბურთელები. ჩვენ გვაქვს საშუალება და გვყავს ანალიტიკოსების ძლიერი გუნდი, ვისაც ჩემთან ერთად ევალებათ კონკრეტული ფეხბურთელების ძლიერი და სუსტი მხარეები ჩვენს მოთამაშეებამდე მივიტანოთ და ვიყოთ მომზადებული ყოველი მატჩისთვის. ჩვენ ყველა თამაშზე ასე ვემზადებით და რაიმე განსაკუთრებული კოპენჰაგენის წინ არ მომხდარა. მე ვფიქრობ, რომ მზად ვართ და ეს ხვალ გამოჩნდება.
რა თქმა უნდა, გვაქვს მონახაზი ვინ უნდა ითამაშოს, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ვარჯიშებს და ამის მიხედვით ვცდილობთ, ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა დავაყენოთ და დღევანდელი დღეც გვაქვს ამისთვის. ყველა მაქსიმალურად მზად არის სათამაშოდ და ხვალ კონკრეტულად გადავწყვეტ სასტარტო შემადგენლობას.
,,მაქსიმუმს გავაკეთებთ" - რა თქვა ჯინჯოლავამ კოპენჰაგენთან მატჩამდე?

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები