ბიანკონერიმ ავსტრალიაში ოფიციალური ჰაბი, Casa Juventus გახსნა.
იტალიური გრანდი აზიისა და ავსტრალიის წინასასეზონო ტურნეს ფარგლებში პერთში ჩავიდა და გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული სივრცე, Casa Juventus გახსნა.

6-დან 11 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქის საკულტო სივრცე Ice Cream Factory იუვენტუსის სივრცედ გადაიქცევა, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებასა და ფანებს დატვირთული პროგრამით დახვდება.

ოფიციალურად სივრცე 6 აგვისტოს, კლუბის პრეზიდენტის, ჯანლუკა ფერეროსა და ადგილობრივი ოფიციალური პირების მონაწილეობით ლენტენის გაჭრის ცერემონიით გაიხსნა.

ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან გახსნილი სივრცე გულშემატკივრებს ინტერაქტიულ ინსტალაციებს, ოფიციალურ მაღაზიასა და იუვენტუსის ლეგენდებთან შეხვედრის შესაძლებლობას სთავაზობს.