ლივერპული ბარსელონას მცველის, რონალდ არაუხოს 2026/27 წლების სეზონისთვის იჯარით დამატებაზე ოფიციალურად შეთანხმდა.
ურუგვაის ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელი „წითლებს“ მას შემდეგ უერთდება, რაც ესპანური კლუბის მაისურით 200-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.
2018 წელს ბარსელონაში გადასვლის შემდეგ არაუხომ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, მათ შორის გასულ სეზონშიც. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ის კლუბის კაპიტნად დაინიშნა.
არაუხომ ენფილდზე დროებითი ტრანსფერი დღეს ოფიციალურად გააფორმა და ახალი სეზონის დაწყებამდე ანდონი ირაოლას გუნდის დაცვის ხაზს გააძლიერებს.
„ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ“, - განუცხადა ლივერპულის ოფიციალურ გვერდს 27 წლის არაუხომ, რომელიც ლივერპულში 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
