ბარსელონას გარემარბმა, რუნი ბარდჯიმ მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა (ACL), რის გამოც მოედანს 6-7 თვით ჩამოშორდება.
ინფორმაციას კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
ეს უმძიმესი სიახლეა შვედი ფეხბურთელისთვის, რომელიც სათამაშო პრაქტიკის მისაღებად კლუბის იჯარით დატოვებასა და სხვა გუნდში გადასვლას აპირებდა.
20 წლის ფეხბურთელისთვის ეს მეორე ასეთი ტრავმაა კარიერაში, 2024-2025 წლებში მან ანალოგიური ტრავმის გამო 11 თვე გამოტოვა.