მადრიდის რეალმა 2026/27 წლების სეზონისთვის ფეხბურთელების სათამაშო ნომრები გამოაქვეყნა.
მცველი იბრაჰიმა კონატე სამეფო კლუბში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, მარკ კუკურელიამ 17-ე ნომერი მიიღო, ხოლო დენზელ დუმფრისმა - 24-ე.
ბერნარდუ სილვამ რეალში 20 ნომერი აირჩია, იან დიომანდე 25-ე ნომრით იასპარეზებს, კარლოს ესპი კი - 19-ით.
რაულ ასენსიომ 2-იანი აიღო, რომელიც დანი კარვახალის წასვლის შემდეგ გათავისუფლდა, დინ ჰაუსენმა კი 4 ნომერი მოირგო, რომლითაც დავიდ ალაბა თამაშობდა.
ენდრიკმა, რომელიც რეალში ლიონიდან იჯარის დასრულების შემდეგ დაბრუნდა, ისევ 9 ნომერი აირჩია, რომელსაც იჯარით წასვლამდე ფლობდა.