უეფა-ს კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის სადებიუტო შეხვედრა სენტ-ტრუიდენისთვის არა მხოლოდ სპორტული, არამედ უდიდესი ფინანსური მნიშვნელობის მატჩია.
ბელგიური მედიის (Het Belang van Limburg) ინფორმაციით, 15 ოქტომბერს გასამართი ქართულ კლუბთან დაპირისპირება ფინანსური თვალსაზრისით აუცილებლად მოსაგებ მატჩად ფასდება, სადაც სასწორზე 400 000 ევრო დევს.
უეფა-ს კონფერენს ლიგის საპრიზო ფონდი მიმდინარე სეზონში სოლიდურ თანხებს ითვალისწინებს. ლიგის ეტაპზე გამარჯვება კლუბს 400 000 ევროს მოუტანს, ხოლო ფრე - 133 000 ევროს.
გარდა ამისა, სატურნირო ცხრილში დაკავებული თითოეული ადგილი დამატებით ბონუსებს იძლევა. 36-ე ადგილზე გასული გუნდი 28 000 ევროს იღებს, ხოლო ყოველი მაღალი პოზიცია ამ თანხას აორმაგებს და ზრდის.
სატურნირო ცხრილის საუკეთესო 24 გუნდში მოხვედრა (რასაც, წინა სეზონების გამოცდილებით, დაახლოებით 7-8 ქულა სჭირდება) კლუბებს მინიმუმ 5 მილიონ ევრომდე საერთო შემოსავალს გარანტირებს.
კონფერენს ლიგის თითოეული ქულა და მოპოვებული გამარჯვება კლუბის ბიუჯეტისა და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ინექციას წარმოადგენს.