22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირების ძირითად ეტაპზე ბრუნდება!
კონფერენს ლიგის პირველ ტურში იბერია 1999 ბელგიაში, სტაიენის სტადიონზე სენტ ტრუიდენს დაუპირისპირდება.
ბელგიის პრო ლიგის წარმომადგენელი, რომელსაც ფრედერიკ დე მაიერი წვრთნის, გამოცდილი გუნდია. საშინაო კედლების ფაქტორი და ჩემპიონატის მაღალი ტემპი მათ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, თუმცა ბელგიელებს აშკარა სათამაშო კრიზისი აქვთ - ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგეს და 11 გოლი გაუშვეს, რაც მათ მოწყვლად დაცვაზე მიუთითებს.
მეორე მხრივ, ანდრეი დემჩენკოს იბერია 1999 შესანიშნავ ფორმაშია. საქართველოს ჩემპიონატში ბოლო 5 შეხვედრიდან გუნდმა 4 მოიგო და ჯამში 8 გოლი გაიტანა. თბილისელები თავს დამაჯერებლად გრძნობენ, კარგად გადადიან სწრაფ კონტრშეტევებზე და მეტოქის შეცდომების დასჯა შეუძლიათ.
ტაქტიკური კუთხით, მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული იქნება. ბელგიელები ეცდებიან, უპირატესობა თავიდანვე მოიპოვონ და საკუთარ მოედანზე ბოლო დროის ცუდი სერია შეწყვიტონ. იბერია 1999“ ი სწრაფ კომბინაციებსა და კომპაქტურ დაცვაზე გააკეთებს აქცენტს. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად თამაში და შორი მგზავრობა ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული, სენტ ტრუიდენის დაცვაში არსებული ხარვეზები ქართულ კლუბს რეალურ შანსს აძლევს, რომ ევროპული კამპანია პოზიტიურად, ქულების აღებით დაიწყოს.