სენტ-ეტიენი ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე წინადადების განხილვას 20 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, იტალიურ ატალანტას ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური წინადადება ქართველი შემტევის თაობაზე, თუმცა ბერგამოელები მზად არიან ზურიკოში 10-12 მილიონის გადასახდელად.
ამ პირობებით სენტ-ეტიენმა უკვე დაბლოკა ბეშიქთაშის და ოლიმპიაკოსის წინადადება და ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელში მინიმუმ 20 მილიონის მიღება სურს.
ზურიკო დავითაშვილს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს.
ლიგა 1-ის კლუბი საზონოვის ტრანსფერზე მუშაობს