კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დინამო თბილისი ლუქსემბურგულ მონდორფს ესტუმრა.
ქეცბაიას გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და მნიშვნელოვანი უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა.
მე-2 წუთზე ნიკა ნინუას პასის შემდეგ ანგარიში ახალწვეულმა ალგასიმ ბამ გახსნა, მე-19 წუთზე კი ნინუამ მე-2 საგოლე პასიც გააკეთა, ამჯერად კი თავი მათე ვაწაძემ გამოიჩინა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. 71-ე წუთზე ჰატიმ ფარმა შეამცირა სხვაობა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (1-2).
თემურ ქეცბაიას ევროდებიუტი დინამოში წარმატებული აღმოჩნდა, თბილისურმა გუნდმა კი საპასუხო მატჩის წინ მინიმალური უპირატესობა მოიპოვა.
განმეორებითი მატჩი ქართულ და ლუქსემბურგულ გუნდებს შორის 16 ივლისს, თბილისში, გაიმართება.
დილამ საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა