იბერია 1999-ისა და ტორპედო ქუთაისის შემდეგ ევროტურნირებზე ასპარეზობას კიდევ 2 ქართული გუნდი დაიწყებს.
იბერიამ საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გორის დილა სახლში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.
გორელები 20:00 საათზე სან მარინოს ვირტუსს დაუპირისპირდებიან.
დილას განაცხადი კონფერენს ლიგის მატჩებისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები - დავით კერესელიძე, ლუკა სანიკიძე
მცველები - თედო კიკაბიძე, მაიკ პოეკეტიე, ჟოაო არაუჟო, გიორგი ჯალაღონია, ლამარ იარბრო, რომარიკ ეტოუ
ნახევარმცველები - კლოდ კუაკუ, ლაშა მენთეშაშვილი, ოთარ ფარულავა, გიორგი კობახიძე, მამინ სანიანგი, ბლანკსონ ანოფი, ბადრი გოგობერიშვილი, ალიუნ უმარ ტალი, ნანა კოფი დონკორი
თავდამსხმელები - ფრანკლინ ნიენეტუე, მოჰამედ კანტე, ზურაბ მუსლეიანი, შოთა შეყილაძე
მწვრთნელი - დიამანტის ვავალისი
დილასა და ვირტუსის შეხვედრას მონტენეგროელი მსაჯები განსჯიან - მილოშ ბოშკოვიჩი (მთავარი მსაჯი), მარიან პაუნოვიჩი (ასისტენტი), მარკო გოიკოვიჩი (ასისტენტი), მილოშ ბეშოვიჩი (მე-4 მსაჯი).
მე-4 ქართული გუნდი კი, რომელიც ევროასპარეზობაში ჩაერთვება, დინამო თბილისი იქნება.
თემურ ქეცბაიას გუნდი სტუმრად ლუქსემბურგის მონდორფს დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 21:15 საათზე დაიწყება.
დინამო თბილისის განაცხადი ლუქსემბურგელებთან შეხვედრისთვის ასეთია:
მეკარეები - გიორგი ლორია, მიხეილ მაქაცარია, მათე გაგვიშვილი
მცველები - ნუმან კურდიჩი, ალექსანდრე კალანდაძე, ლეონდარდო სანტოსი, პარის პსალტისი, გაბრიელ გოგუა, დანიელ ქვარცხავა
ნახევარმცველები - ნიკა ნინუა, ოსეი ბარნსი, თორნიკე კვარაცხელია, რეზიკო დანელია, ლუკა ციკოლია, კობა კაკაშვილი, მაქსიმ ტეიშეირა, ნიკოლოზ ტკალია
თავდამსხმელები - მათე ვაწაძე, ალგასიმ ბა, რატი ალექსიძე
მწვრთნელი - თემურ ქეცბაია
მონდორფისა და დინამოს შეხვედრაში მომუშავე მსაჯები ფარერის კუნძულებიდან იქნებიან - ჰეინი ზისკასონ ვიდოი (მთავარი მსაჯი), იორლეიფ დიურჰუუსი (ასისტენტი), იოგვან ბრეკმანი (ასისტენტი), აკი მადს ლეტისტეინ ჰანსენი (მე-4 მსაჯი).