უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში იბერია 1999 ტალინის ფლორას ესტუმრა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა და ეს ანგარიშშიც ასახა.
მე-18 წუთზე ვახო ბედოშვილის საჯარიმოში პასის შემდეგ ზვიად ნაჭყებიამ გახსნა, აქედან 3 წუთში კი ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ პენალტი ზუსტად შეასრულა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
28-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან ვლადისლავ კრეიდამ ერთი ბურთი გაქვითა და იბერიამ ტაიმი 1-2 იმარჯვა. 37-ე წუთზე გოლი ნიკა სიხარულაშვილმაც გაიტანა, თუმცა ხელით თამაშის გამო ბურთი არ ჩაითვალა და ანგარიში შენარჩუნდა.
მე-60 წუთზე ტალინელები კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ჩავარდნენ, აირონ კოლომ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ.
კაცნაკლულობის მიუხედავად 73-ე წუთზე სანდერ ალამაამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, თუმცა აქედან 2 წუთში შეცვლაზე შემოსული გიორგი კუციას კუთხურიდან ჩაწოდებას ბაქარ ქარდავას თავური დარტყმა და გოლი მოჰყვა.
საბოლოოდ იბერია 1999-მა მნიშვნელოვანი გამარჯვება (2-3) მოიპოვა და განმეორებით მატჩს უპირატესობით ხვდება.
ქართულ და ესტონურ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, იბერია 1999 სლოვან ბრატისლავას დაუპირისპირდება.
ტორპედომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მძიმე მარცხი განიცადა