უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის ტორპედო 8 ივლისს, აზერბაიჯანულ ზირას სტუმრად დაუპირისპირდება.
საინტერესოა, როგორ ხვდება ქუთაისური გუნდი ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ტორპედომ ევროტურნირების წინ რამდენიმე ტრანსფერი გააკეთა.
გუნდში მოვიდნენ:
მატეო სტამატოვი (ბულგარეთი, მარცხენა მცველი) - ბულგარული სეპტემვრი სოფიადან
დინო სკორუპი (ხორვატია, ცენტრალური ნახევარმცველი) - რუმინული სეპსი ოსკიდან
ვირჯილ პინსონი (საფრანგეთი, მარცხენა შემტევი) - ისრაელის ბნეი რეინეჰიდან
ლუკა ლაცაბიძე (საქართველო, ცენტრალური მცველი) - იჯარით დონეცხკის შახტარიდან
გუნდი დატოვა ალეკო ბასილაძემ, რომელიც კარიერას სლოვან ლიბერეცში გააგრძელებს.
ქუთაისელთა განაცხადი კონფერენს ლიგის მატჩებისთვის ასეთია:
მეკარეები - ოთო გოშაძე, ფილიპ კლიაიჩი, სოსო კოპალიანი
მცველები - რიკარდო არაუჟო, მატეი სიმიჩი, ცოტნე ნადარაია, ლუკა კუპრავა, სორი მანე, დათო ბუკია, ლუკა ლაცაბიძე, მატეო სტამატოვი
ნახევარმცველები - მოჰამედ ჩერიფი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, მატეო იტრაკი, დინო სკორუპი, მალხაზ ჩიტაიშვილი, თორნიკე ანთია, ლუკა ფრიდონიშვილი
თავდამსხმელები - კომნენ ანდრიჩი, გიორგი არაბიძე, ფელიპე პირესი, დიეგო დეისაძე, ვირჯილ პინსონი
მწვრთნელი - დირკ შუსტერი
შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქუთაისის ტორპედო ლიეტუვურ ჰეგელმანსა და ესტონურ პაიდეს შორის გამარჯვებულს შეხვდება, წაგების შემთხვევაში კი ევროტურნირებს გამოეთიშება.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ ზირაში ორი ქართველი თამაშობს, რომელთაც საქართველოს ნაკრებშიც უასპარეზიათ - გიორგი პაპუნაშვილი და დავით ვოლკოვი.
ზირასა და ტორპედოს მატჩი 8 ივლისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრას ფინელი მსაჯები განსჯიან - იონი ჰიიტია (მთავარი მსაჯი), ველი-მატი ლეპანენი (ასისტენტი), იუუსო მანტერე (ასისტენტი), პეიმან სიმანი (მე-4 მსაჯი)
იბერია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს