კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორის დილამ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სან მარინოს ვირტუსი მიიღო.
შეხვედრა მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო. მე-3 წუთზე სტუმრები სიმონე ბენინკასამ დააწინაურა.
თუმცა გორელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე შეძლეს. მე-8 წუთზე წონასწორობა შოთა შეყილაძემ აღადგინა.
მე-14 წუთზე ბლანკსონ ანოფმა დილა წინ გაიყვანა და ქართულ გუნდს პირველი ტაიმი მოაგებინა. 68-ე წუთზე გორელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს და მოჰამედ კანტემ გორელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
საბოლოოდ დილამ 3-1 იმარჯვა და საპასუხო მატჩის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 16 ივლისს, სან მარინოში გაიმართება.
ქეცბაიას ევროდებიუტი წარმატებულია - დინამომ სტუმრად იმარჯვა