პსჟ-ს ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში სოლიდურ პრემიებს მიიღებენ.
პარიზელები ტურნირის ფინალში 30 მაისს არსენალს დაუპირისპირდებიან.
L’Équipe-ის ცნობით, გამარჯვებისთვის ჯილდო თითოეულ მოთამაშეზე დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს. ანალოგიური თანხა იყო გასულ წელსაც, როდესაც პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა ინტერის დამარცხებით (5:0) მოიგო.
აღინიშნება, რომ, როგორც ევროპული კლუბების უმეტესობაში, ბონუსები სეზონის დასაწყისში განიხილეს. პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ოთხი კაპიტანი - მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, უსმან დემბელე და ვიტინია აწარმოებდა.
რაც შეეხება ლიგა 1-ს, პარიზელებს ბონუსები მხოლოდ ჩემპიონატის მოგებისთვის ურიგდებათ. იგივე ლოგიკა მოქმედებს ჩემპიონთა ლიგაზეც. მეოთხედფინალებისა თუ ნახევარფინალების შემდეგ გადახდილი თანხები სიმბოლური რჩება. ნამდვილი პრემიები ტიტულებთან ერთად მოდის - კლუბის ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ მამოძრავებელი ძალა გამარჯვებები უნდა იყოს და არა ფული.