არსენალის ნახევარმცველმა, კაი ჰავერცმა განაცხადა, რომ მეთოფეები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების მოპოვებაში დარწმუნებულები არიან.
ლონდონური კლუბი ტურნირის ფინალურ მატჩში 30 მაისს პსჟ-ს დაუპირისპირდება.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ამაზე არც კი ვფიქრობ [ვინ არის ფავორიტი და ვინ აუტსაიდერი]. პსჟ-მ გასულ წელს მოიგო [ჩემპიონთა ლიგა], ასე რომ, ალბათ, ისინი იყვნენ საუკეთესო გუნდი ევროპაში გასულ სეზონში. მათ ისევ წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდათ.
ჩვენი კლუბი ფინალში მეორედ გადის, მაგრამ საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულები ვართ. რამდენიმე წელია უმაღლეს დონეზე ვიბრძვით და ბოლოს და ბოლოს პრემიერ ლიგა მოვიგეთ. ვფიქრობ, ეს ჩვენ დიდ იმპულსს გვაძლევს. არ აქვს მნიშვნელობა აუტსაიდერი ხარ თუ სხვა რამ.
ჩვენ მოედანზე გავალთ და მათ დავამარცხებთ. ასე რომ, წინ!“ - განაცხადა ჰავერცმა.