• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ტრავმების ჯოჯოხეთიდან ლიგის ფინალამდე - ჰავერცი სეზონს აფასებს
ფეხბურთიფეხბურთი

ტრავმების ჯოჯოხეთიდან ლიგის ფინალამდე - ჰავერცი სეზონს აფასებს

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არსენალისთვის ეს სეზონი ისტორიული გამოდგა. გუნდს ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა: ნოემბერში ბაიერნის 3:1 დამარცხება, შობას ასტონ ვილას 4:1 განადგურება და ტოტენჰემის ორჯერ გამწარება ჩრდილო ლონდონურ დერბიში.


კაი ჰავერცი მიიჩნევს, რომ სეზონის გარდამტეხი მომენტი არა მოგება, არამედ მარცხი იყო, რამაც საბოლოოდ არსენალი პრემიერ ლიგის ტიტულამდე და ჩემპიონთა ლიგის ბუდაპეშტის ფინალამდე მიიყვანა:


ჩემთვის გარდამტეხი მომენტი კარაბაოს თასის ფინალში სიტისთან მარცხი იყო. იმ წამს ყველამ ვიგრძენით, რომ ბევრად მეტი შეგვეძლო და ეს გუნდი უფრო დიდ რამეს იმსახურებდა. ყველას სჭირდებოდა ხასიათზე მოსვლა. სანაკრებო პაუზის დროს ერთმანეთს ვუთხარით, რომ ბევრად ძლიერები უნდა დავბრუნებულიყავით. ზუსტად იმ მომენტიდან ყველაფერი შეიცვალა და უფრო წარმატებულები გავხდით. ფინალების წაგება ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ამის შემდეგ პრემიერ ლიგის მოგება საოცრება იყო.


პირადად ჰავერცისთვის ეს სეზონი ძალიან რთული გამოდგა. მან ზაფხულში მიღებული ტრავმა მოიშუშა და აგვისტოში, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე პირველივე მატჩში ითამაშა, თუმცა სულ რამდენიმე დღეში მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო. ოპერაციის შემდეგ მოედანს მხოლოდ იანვარში დაუბრუნდა.


ჰავერცმა განაცხადა:


როცა ტრავმირებული ვიყავი, ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა. ორი ოპერაცია გადავიტანე, კვირების განმავლობაში დამცავი ფიქსატორით დავდიოდი და სახლიდან გარეთ ვერ გავდიოდი. ჩემთვის ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მოედანზე პირველად გავედი, ბალახი ვიგრძენი და ბუცები ჩავიცვი. რეაბილიტაციის დროს ეს ყოველთვის ყველაზე დიდი მომენტია. თანაგუნდელები და სტაფი ყველანაირად დამეხმარნენ, რათა საკუთარი თავის რწმენა დამებრუნებინა.


ჰავერცს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია და მატჩებში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა. სავარაუდოდ, პსჟ-სთან შაბათის ფინალსაც სკამიდან დაიწყებს. როცა მიკელ არტეტას თამაშის შეცვლა დასჭირდება, ის აუცილებლად ენდობა ჰავერცის გამოცდილებას. ბევრ ფეხბურთელს როდი აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლის გატანის გამოცდილება - კაიმ ეს 2021 წელს, ჩელსის მაისურით მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გააკეთა.


ბავშვობაში ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ფინალში გოლს გავიტანდი და თასს მოვიგებდი. ამ მომენტს არასდროს დავივიწყებ. ვეცდები, ეს ემოცია შაბათსაც მოედანზე გადავიტანო.


სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან დასავლეთ ლონდონი ჩრდილოეთით გაცვალა. არტეტას გავლენაზე ჰავერცმა თქვა:

ძალიან, ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩემზე. მან მომიყვანა კლუბში და ბევრი რამ მასწავლა როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ძალიან მადლობელი ვარ მისი, რადგან რთულ მომენტებში გვერდიდან არ მომცილებია. მიხარია, რომ პრემიერ ლიგის თასით მას პატარა საჩუქარი გავუკეთეთ და არსენალი იქ დავაბრუნეთ, სადაც მისი ადგილია.


არსენალი პრემიერ ლიგის მოგებას 22 წელი ელოდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგა კლუბს ისტორიაში არასდროს მოუგია. სწორედ ამიტომ, ევროპული თასი ახლა ყველაზე დიდი ოცნებაა:


პრემიერ ლიგასთან ერთად, ეს ალბათ ყველაზე რთული ტურნირია მოსაგებად. აქ უდიდესი ისტორია დევს. ბავშვობაში ყველა თამაშს ვუყურებდი და ახლა ამ ფინალში თამაში დაუჯერებელი გრძნობაა. წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ვფიქრობ, იდეალურად მოვემზადებით.
ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არსენალი
ჩემპიონთა ლიგა
მან სიტი
ჰავერცი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რა თანხას მიიღებენ პსჟ-ს ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თანხას მიიღებენ პსჟ-ს ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერსონი: "კვარა და დუე დაუნდობლები არიან"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მერსონი: "კვარა და დუე დაუნდობლები არიან"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰავერცი: „მოედანზე გავალთ და პსჟ-ს დავამარცხებთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰავერცი: „მოედანზე გავალთ და პსჟ-ს დავამარცხებთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა გვარდიოლით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა გვარდიოლით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

რა თანხას მიიღებენ პსჟ-ს ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის?

News image

3 სთ წინ

მერსონი: "კვარა და დუე დაუნდობლები არიან"

News image

3 სთ წინ

ჰავერცი: „მოედანზე გავალთ და პსჟ-ს დავამარცხებთ"

News image

3 სთ წინ

ბარსელონა გვარდიოლით ინტერესდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება