დანა უაითი მიიჩნევს, რომ მერაბ დვალიშვილს პიოტრ იანის წინააღმდეგ უკეთესი ბრძოლის ჩატარება არ შეეძლო.
ვიცი, რომ მერაბმა წააგო, მაგრამ მისი გამოსვლა უნაკლო იყო.
UFC-ის პრეზიდენტის თქმით, ქართველმა ბრძოლის შემდეგ მას მოუბოდიშა.
ბრძოლის შემდეგ ის მოვიდა და მომიბოდიშა. მერაბს იმედგაცრუების არანაირი მიზეზი არ აქვს. ის ამაზე უკეთ ვერ იბრძოლებდა.
მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ტრილოგია დათმო.
დვალიშვილი: „თავის მართლებას არ ვაპირებ, უფრო მეტი შემეძლო"