თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრებში ფილ ფოდენის და ჯუდ ბელინგემის არ გამოძახებაზე ისაუბრა.
რეალისა და მან სიტის შემტევები უელსთან (09.10) და ლატვიასთან (14.10) მატჩების განაცხადში ვერ მოხვდნენ.
„არავის აქვს გამოძახების 100% გარანტია. საუკეთესო გუნდის აწყობას ვცდილობთ.
ფოდენი განსაკუთრებული ფეხბურთელია, განსაკუთრებულ ფეხბურთელებს კი განსხვავებული წესები სჭირდებათ, მესმის. მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ოქტომბერში იმავე გუნდს ვუხმოთ, რაც სექტემბერში გვყავდა. იგივე ეხება ბელინგემსაც. ჯუდი ნაკრებში ყოველთვის ყოფნას იმსახურებს.
ვფიქრობ, არის კიდევ ერთი ფაქტორი: ის რეალთან ერთად ჯერ ბოლომდე რითმში ვერ შევიდა და ფორმა ვერ აღიდგინა.
მიმაჩნია თუ არა, რომ ჯუდთან ერთად ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია? კი. არის თუ არა ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი? კი. მაგრამ წინაზეც იგივე ვთქვი, როცა მას ტრავმა ჰქონდა: რას გავაკებთ, თუ ჯუდი მსოფლიო ჩემპიონატის წინ მიიღებს ტრავმას? თამაშები აღარ ჩავატაროთ? ტურნირზე არ წავიდეთ? ფეხბურთი გუნდური სპორტია." - აღნიშნა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა.