თავისუფალი ჭიდაობის ამერიკულმა ორგანიზაცია Real American Freestyle-მა მერაბ დვალიშვილის სადებიუტო დაპირისპირება ჩანიშნა.
ქართველი მებრძოლი 30 მაისს, დალასში ფრენკი ედგარს დაუპირისპირდება.
მერაბ დვალიშვილის დებიუტი RAF-ში ორგანიზაციის მე-8 ღონისძიებაზე უნდა შემდგარიყო, თუმცა ბოლო საათებში ჰენრი სეხუდო ტრავმის გამო დაპირისპირებას ჩაეხსნა.
,,დიდი პატივისცემა ფრენკი ედგარს! მოდი, ვაჩვენოთ ხალხს დიდებული დაპირისპირება." - წერს დვალიშვილი სოციალურ ქსელში.
44 წლის ედგარი UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილი მებრძოლია, რომლის MMA კარიერა 23 მოგებას, 11 მარცხსა და 1 ფრეს ითვლის.
