ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა.
70 კგ. წონით კატეგორიაში, აკაკი ქემერტელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიგო, რაც მისთვის ევროპის ჩემპიონატებზე მე-3 მედალია - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
97 კგ. წონით კატეგორიაში, 3-გზის ევროპის ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი ასევე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. გივისთვის ევროპის ჩემპიონატებზე მე-5 მედალია - 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.
ჩვენს გუნდს დღეს კიდევ 3 ბრინჯაოს მოგების შანსი აქვს - გიორგი ელბაქიძე (74 კგ.) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ.) ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ, ხოლო მირიან მაისურაძე (92 კგ.) ამ შესაძლებლობის მიღებას რეპეშაჟიდან შეეცდება.