VIDEO: მე-2 ტიტული კარიერაში - შენგელიას ოფი-მ საბერძნეთის თასი მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლევან შენგელიას ოფი საბერძნეთის თასის 2025-26 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.
კრეტულმა კლუბმა ფინალში ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ პაოკ-ს დამატებით დროში მოუგო - ძირითადი დრო 2:2 დასრულდა (პაოკ-მა 97-ე წუთზე გაათანაბრა), გადამწყვეტი გოლი კი 105-ე წუთზე, ბელგიელმა აარონ ლეია ისეკამ პენალტიდან გაიტანა.
შენგელიამ მოედანზე 105 წუთი გაატარა და შემდეგ შეცვალეს. მან პროფესიონალურ კარიერაში მე-2 ტიტული მოიგო - 2018-19 წლებში, დინამო თბილისთან ერთად, საქართველოს ჩემპიონის სტატუსი აქვს.
ოფი კრეტამ არსებობის 101-წლიან ისტორიაში მე-2 დიდი ტიტული მოიგო - 1987 წელს მოპოვებული ასევე ქვეყნის თასი აქვს ტიტულატურაში. აღსანიშნავია, რომ გუნდმა თასის ფინალში გასულ სეზონშიც ითამაშა, თუმცა ტიტული ოლიმპიაკოსთან დათმო.
თასის მოგებით, ოფი ევროტურნირებზე 5-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.