• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ვაწაძის დუბლით - ქეცბაიამ სადებიუტო მატჩი წყალტუბოში მოიგო
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

VIDEO: ვაწაძის დუბლით - ქეცბაიამ სადებიუტო მატჩი წყალტუბოში მოიგო

26 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თემურ ქეცბაიამ, დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სადებიუტო მატჩი წყალტუბოში მოიგო - 2:1.


საქართველოს 19-გზის ჩემპიონმა ეროვნული ლიგის მე-9 ადგილოსან სამგურალს, მათე ვაწაძის დუბლით, აჯობა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. იმერელთაგან თავი რიანმა გამოიჩინა, რომელმაც ლაშა შერგელაშვილის პასით გაიტანა. ვაწაძემ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლები მიითვალა.


დინამოელებმა წლევანდელ გათამაშებაში მე-2 გამარჯვება მოიპოვეს - 7 მარტს, ეროვნული ლიგის მე-2 ტურში, დებიუტანტ სპაერს ასევე 2:1 მოუგეს.


შედეგად, დედაქალაქელებმა 11 ქულა მოაგროვეს, მე-6 პოზიციაზე აინაცვლეს და მე-2 ადგილოსან დილას - 2-ით, ხოლო ლიდერ იბერიას 6 ქულით ჩამორჩებიან (ამ ტურში ჯერ არც ერთს უთამაშია).


რაც შეეხება გიორგი ონიანის სამგურალს, გუნდმა ზედიზედ მე-4 თამაში წააგო, 8 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა - უსწრებს მხოლოდ 7-ქულიან დინამო ბათუმს, რომელიც ხვალ ტორპედო ქუთაისს მასპინძლობს.


2 მაისს, დინამო თბილისი სწორედ დინამო ბათუმს, აჭარაბეთ არენაზე, ესტუმრება, ხოლო სამგურალი ამავე დღეს გაგრას მიიღებს.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

დინამო თბილისი
ეროვნული ლიგა
ქეცბაია
სამგურალი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

უიმბლდონის საკვალიფიკაციო - ბოლქვაძემ ავსტრიელი დაამარცხა და 1/2 ფინალშია

•ქართული

ქართული

უიმბლდონის საკვალიფიკაციო - ბოლქვაძემ ავსტრიელი დაამარცხა და 1/2 ფინალშია
•ქართული

ქართული

VIDEO: 9 კაცით მოგებული მატჩი - იბერიამ რუსთავს გადაასწრო და ისევ გალიდერდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: 9 კაცით მოგებული მატჩი - იბერიამ რუსთავს გადაასწრო და ისევ გალიდერდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გამარჯვება ქამბექით - დინამო თბილისმა მესამე ადგილი გაიმყარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გამარჯვება ქამბექით - დინამო თბილისმა მესამე ადგილი გაიმყარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სოლიდური გამარჯვება - ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს

•ქართული

ქართული

სოლიდური გამარჯვება - ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
•ქართული

ქართული

News image

23 სთ წინ

უიმბლდონის საკვალიფიკაციო - ბოლქვაძემ ავსტრიელი დაამარცხა და 1/2 ფინალშია

News image

22 სთ წინ

VIDEO: 9 კაცით მოგებული მატჩი - იბერიამ რუსთავს გადაასწრო და ისევ გალიდერდა

News image

22 სთ წინ

VIDEO: გამარჯვება ქამბექით - დინამო თბილისმა მესამე ადგილი გაიმყარა

News image

12 სთ წინ

სოლიდური გამარჯვება - ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება